The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა კონცელიძე

დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1981  (44 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, პოეტი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა ბათუმის სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომის სპეციალობით 2003 წელს; საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2006 წელს.

ავტორია წიგნებისა: "სუბტროპიკული კულტურების აგროტექნოლოგია" (თანაავტორია, 2013), "სუბტროპიკულ - ტექნიკური კულტურები" (თანაავტორია, 2015), "მეხილეობა" (სამ ავტორთან ერთად, 2018). ავტორია 4 მონოგრაფიისა და 50 -მდე სამეცნიერო სტატიისა. მეცნიერების პარალელურად იგი ლიტერატურის სფეროშიც მოღვაწეობს. ავტორია ლექსთა კრებულებისა "ვედრება" (2002) და "ზღვის ტალღებში" (2012). იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში. წლების განმავლობაში მუშაობდა: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიის ფაკულტეტის მდივნად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის საკოორდინაციო ცენტრის წამყვან სპეციალისტად, ბათუმის სამედიცინო - ეკოლოგიური ინსტიტუტის პედაგოგად, ბათუმის უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში ასისტენტად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის უფროს მასწავლებლად. 2013 წლიდან დღემდე ამავე უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მეცნიერ - თანამშრომელია. სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი (2009).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.56


გააზიარე: