შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეფრემ გიგანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მესტიის პედაგოგიური ტექნიკუმი; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება 1953 წელს. 1941-1943წწ. იბრძოდა კავკასიის დამცველთა რაზმებში; 1944 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. ქლუხორში და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. შექმნა და ხელმძღვანელობდა ქლუხორის რაიონში პირველ კოლმეურნეობას. იყო ქ. ქლუხორის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე. მუშაობდა სახელმწიფო მესაქონლეობის ნედლეულის დამამზადებელი კომბინატის დირექტორად. 1957 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. ტყიბულში, სადაც მუშაობა დაიწყო ტყიბულის რაიკომში. 1958 წელს დაინიშნა ქვანახშირის შახტის უფროსის მოადგილედ. 1960-1967წწ. იყო ტყიბულის ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დირექტორი; 1966-2000წწ. არჩეულ იქნა უსინათლოთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრად. სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეჯოს და წნორის უსინათლოთა საზოგადოების საწარმოების დირექტორად, თბილისის უსინათლოთა საზოგადოების ფონიჭალის კომბინატის გენერალური დირექტორის მოადგილედ. ასევე იყო თბილისის კიროვის რაიონის სასამართლოში სახალხო მსაჯული. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.148 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |