The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ გურჯიძე

არჩილ გურჯიძე
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1974  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწვანეყვავილას პანთეონი, ქუთაისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბიღა, ჭიათურის რაიონი.

1935 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში; პირველი ლექსი 1935 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "სტალინელში". კიევში სწავლისას ის საფუძვლიანად გაეცნო უკრაინულ მწერლობას; სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა უკრაინელ პოეტებთან; მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში; ავტორია კრებულებისა: "გავთალე ნედლი ლერწამი", "ლირიკა", "ფესვები", "ყველგან ჩემი სახლია" და სხვ; მუშაობდა კულტურის სახლის დირექტორად, ალ. წულუკიძის სახლ-მუზეუმის დირექტორად, სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგედ, საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელად, ამ განყოფილების პოეზიის სექციის ხელმძღვანელად. იყო ჟურნალ "რიონის" სარედაქციო კოლეგიის უცვლელი წევრი; ბოლოს გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ქუთაისის ფილიალის რედაქტორი იყო; მისი უშუალო რედაქტორობით არაერთი მწერლის წიგნი გამოვიდა. დაიღუპა ტრაგიკულად. 

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.109

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: