The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო ხოფერია

რეზო ხოფერია
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:2001  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

მუშაობდა ქობულეთის სანატორიუმში. 1947-1948 წლებში ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა მოსკოვის მახლობლად, დემობილიზაციის შემდეგ იქვე, მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრაზე გაიარა ორდინატურა. მუშაობდა პროფესორ ბორის პრეობრაჟენსკის კლინიკაში. იყო კრემლის მთავარი ოტორინოლარინგოლოგი. 1956 წელს მოსკოვის ნ. პიროგოვის სახელობის პირველი საავადმყოფოს ოტორინოლარინგოლოგიის კლინიკური განყოფილების გამგედ დანიშნეს. პარალელურად ასწავლიდა მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტში. იყო მოსკოვის მთავარი ოტორინოლარინგოლოგი, ჯანმრთელობის სამმართველოს გამგე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი. რეზო ხოფერია პრაქტიკოს ექიმთან ერთად დიდი მეცნიერიც იყო. მის სამეცნიერო ნაშრომებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თავის ფუძის ფიბრომის ქირურგიულმა მკურნალობამ და კოლდუელ-ლიუკის ოპერაციის რაციონალიზაციამ. მანვე დაამუშავა ხორხის ოპერაციების არაერთი მეთოდი, რადიკალური ოპერაცია ჰაიმორიტის დროს. 1967 წელს კანადაში, მონრეალში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც საბჭოთა კავშირმა დიდი დელეგაცია გაგზავნა. ოტორინოლარინგოლოგების ჯგუფს რეზო ხოფერია ხელმძღვანელობდა. იგი იყო უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი.

წყარო: ჟურნალი "ავერსი" N179: aversi.ge


გააზიარე: