The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟუჟუნა ხაჯიშვილი

ჟუჟუნა ხაჯიშვილი
დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1957
გარდაცვ. თარიღი:2022  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წყავროკა, ქობულეთის რაიონი. 

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ლიტერატურული წრის ხელმძღვანელად, აჭარის ტელერადიო კომიტეტში კორესპონდენტად, აჭარის მწერალთა ორგანიზაციაში ჯერ მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს ინსტრუქტორად, შემდეგ კი მწერალთა კავშირის რედაქტორ-კონსულტანტად. ავტორია ჩანახატებისა და პუბლიცისტური წერილებისა. 1972 წელს გამოსცა ავტორთა ერთობლივი კრებული "ყვავილობა". ამას მოჰყვა დამოუკიდებელი კრებულები: "ფოთლების ქოხი" (1981), "ეს მე ვარ - ვანენ" (1984), "ნუ გაფრინდები ჩიტო ელადას" (1987), "ახალი ალილუია" (1991), "თუბალ, გასჭედე" (1996), "ლექსები, თარგმანები" (2015). 1975 წელს ჟურნალ "ჭოროხში" ფრიდონ ხალვაშის წინასიტყვაობით დაიბეჭდა მისი რამდენიმე ლექსი. არის რვა წიგნის ავტორი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. 1995 წლიდან ქართულად თარგმნის მარინა ცვეტაევას ლექსებს. 2004 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა ცვეტაევას მისეული თარგმანები. მომზადებული აქვს გამოსაცემად მარინა ცვეტაევას ოთხმოცი საუკეთესო ლექსის თარგმანები.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.104; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.comქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.396

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტი კულტურისა და განათლების ქვეკომისია, თავმჯდომარე
  • აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი (1989-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: