შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ცქიტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1937-1941 წლებში სწავლობდა ლენინგრადის მ. ფრუნზეს სახელობის უმაღლეს სამხედრო - საზღვაო სასწავლებელში. 1941-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, რიგითი არტილერისტობიდან მეთაურობამდე მსახურობდა სსრკ ბალტიის ფლოტის ნაღმოსან-ტრალშიკებზე; მოგვიანებით იბრძოდა ლენინგრადის დაცვისათვის წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში, ომი კი გერმანიის ტერიტორიაზე დაასრულა და 1945-1952 წლებში უკვე დივიზიონის მეთაურად იქვე, გერმანიის პორტ ვარნემიუნდეში მოუწია სამხედრო სამსახურის გაგრძელება; 1952-1960 წლებში იყო სსრკ ბალტიის წითელდროშოვანი ფლოტილიის დამხმარე ხომალდებისა და პორტების სამმართველოს უფროსის მოადგილე, 1960 წელს კი მიხეილ ცქიტიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და 1963 წლამდე ტრესტ "საქთევზმრეწვის" თევზსაჭერი ფლოტის კაპიტნად საქმიანობდა. 1963 წელს მისი თაოსნობით ფოთში საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველო შეიქმნა, რომელსაც 1967 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა და რითაც დიდ საშვილიშვილო საქმეს დაუდო სათავე. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |