The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოსიკო გვარიშვილი

ოსიკო გვარიშვილი
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1931
გარდაცვ. თარიღი:2010  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხალა, ქობულეთის რაიონი. 

დაამთავრა მოსკოვის კოოპერაციის ინსტიტუტი ვაჭრობის ეკონომისტის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის ვაჭრობის ტექნიკუმის დირექტორად, პარტიულ თანამდებობებზე: აჭარის ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლად; 1997-2003 წლებში იყო დემოკრატიული აღორძინების კავშირის გენერალური მდივანი,  ბოლო წლებში ბათუმის სახელმწიფო მრავალდარგობრივი უმაღლესი კოლეჯის რექტორად მუშაობდა. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს თურქი მწერლების: აზიზ ნესინის, ოქტაი რიფათის, ორჰან ქემალის, საბაჰათინ ალის, ომერ სეიფედდინისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოცემული აქვს წიგნები: "ავადმოსაგონარი - 1937" (1997), "მემედ აბაშიძე - მოაზროვნე და მწერალი" (თანაავტორი, 1999), "აზიზ ნესინის იუმორის ძალა" (2001). ქართველ და სომეხ ხალხებს შორის კულტურულ-ლიტერატურული და მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს შარლ აზნავურის საპატიო პრემია.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.147

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის მინისტრთა საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე
  • აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: