შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალიკო მეუნარგია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი ნერვულ სნეულებათა განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვალიკო მეუნარგია ჯერ ახლანდელ ანაკლიაში გაანაწილეს, მერე სხვა სოფელებშიც მუშაობდა. 23-24 წლის ახალგაზრდა ექიმმა პაციენტების ნდობა და სიყვარული მოიპოვა, მას ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა. განსაკუთრებით ჰიპნოზით იყო დაინტერესებული. სამეცნიერო ნაშრომებიც ჰიპნოზისა და აკუპუნქტურის შესახებ დაწერა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვალიკო მეუნარგია ზუგდიდის ნევროლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, 1946-1959 წლებში იყო ზუგდიდის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, სწორედ მან გახსნა ზუგდიდის საავადმყოფოში ნევროპათოლოგიური განყოფილება. მას საკონსულტაციოდ ხშირად იწვევდნენ აფხაზეთში, აჭარაში, მთელ დასავლეთ საქართველოში. საქართველოს ნევროპათოლოგთა საზოგადოების პრეზიდიუმში იყო დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი. წყარო: ვალიკო მეუნარგიას ოჯახი : მეცნიერთა შესანიშნავი გვარდია / რევაზ ცაავა.-თბ.,2016.-213-227; სარკო ექიმი ვალიკო მეუნარგია / ხუტა პაჭკორია // ავერსი : ჯანმრთელი სიცოცხლე = Healty life : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.- თბილისი, 2018.- N 3 (153).- გვ. 70-71 ( aversi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |