Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ვიბლიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. სწავლობდა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში არაერთ შეჯიბრებებში მიიღო მონაწილეობა და ყველგან დადებითი შედეგი აჩვენა, იყო მრავალგზის შეჯიბრებების და სპარტაკიადების ჩემპიონი და პრიზიორი, როგორც პერსპექტიული სპორტსმენი სამუშაოდ დატოვეს ფიზკულტურის ინსტიტუტში. ამ პერიოდში მუშაობის პარალელურად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო საზკვებაში, რესტორან "ჩარგალის" დირექტორად, შემდეგ იგი გადაიყვანეს ვერის საკოლმეურნეო ბაზრის დირექტორის თანამდებობაზე, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც წესიერმა მუშაკმა და იგი გადაიყვანეს ქ. თბილისის ვაჭრობის სამმართველოს უფროსად. სხვადასხვა დროს მუშაობდა საზოგადოებრივი კვების ტრესტის მმართველად და რესტორან "ქალაქურის" დირექტორად. ბოლოს კი - ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილედ. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.173 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |