The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურად ქათამაძე

მურად ქათამაძე
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:2012  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბობოყვათი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1948 წელს.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ განაწილებით ბაქოში მოხვდა - სსრკ კასპიის საზღვაო სანაოსნოში, სადაც გაიარა მატროსობისა და შტურმანობის ყველა ეტაპი და 1953 წელს, იქვე, 27 წლის ასაკში შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა; 1967 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და ზღვაში კაპიტნად საქმიანობა ბათუმში ახლად დარსებულ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე გააგრძელა; მისი მეთაურობით 1967-1986 წლებში სანაოსნოს სხვადასხვა ტანკერების ეკიპაჟები, ყოველთვის გამოირჩეოდნენ უსაფრთხო ნაოსნობითა და საუკეთესო ეკონომიკური მაჩვენებლებით. იგი იყო ახალგაზრდობის ჭეშმარიტი აღმზრდელი, რომლის "საზღვაო აკადემია" არაერთმა მომავალმა ქართველმა შორეული ნაოსნობის კაპიტანმა გაიარა. საზღვაო ფლოტისა და დარგის დამსახურებული წარმომადგენელი აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. იყო აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის ქალაქის საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, მისი ღვაწლი და დამსახურება კი არაერთხელ იქნა აღნიშნული სხვადასხვა სახელმწიფო, სამთავრობო და პროფესიული ჯილდოებით. 1986 წლიდან იმყოფებოდა დამსახურებულ პენსიაზე. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: