The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე კასრაძე

Date of birth:1879
Date of death:7 October, 1918  (at 39 years)
Category:Educator, Religious leader

Biography

თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულებისთანავე სოფელ ნიქოზში გამწესდა მღვდლად (მამის ადგილზე), სადაც მისი ერთ-ერთი ძმა აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას ეწოდა. ძმის გავლენით ალექსანდრე კასრაძემ ანაფორა გაიხადა, მღვდლობაზე უარი თქვა და ათეისტი გახდა. ყოველი წირვის შემდეგ რევოლუციის სასარგებლოდ ქადაგებდა; რევოლუციონერებისათვის საკურთხევლის გვერდით, სამალავში ტყვიის ჩამოსასხმელი ჰქონდა მოწყობილი. როცა მისმა ძმამ კორნელი კასრაძემ წითელი რაზმი დაშალა, 1905 წელს ალექსანდრე კასრაძეს (იმ დროს მღვდელი იყო) ვნუკოვის დამსჯელმა რაზმმა ცხინვალში შესვლის დროს სახლ-კარი გადუწვა და ცოლ-შვილი დაუწიოკა; თვითონ ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ გააციმბირეს და გადაასახლეს არხანგელსკში. მღვდელ პეტროვის ხელით ალექსანდრე კასრაძემ სინოდს თავისი ანაფორა და მოპარსული წვერი გაუგზავნა წარწერით: "Твоя от твоих тебе приносяще". ცხინვალიდან სოფელ ზემო ნიქოზში მიმავალი, ცხინვალის გიმნაზიის პედაგოგი ალექსანდრე კასრაძე მოკლეს 1918 წლის 4 ოქტომბერს. კორნელი და დავით კასრაძეების ძმა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.579

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილება, წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სარევიზიო კომისია, წევრი (1920-)

Share: