შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ კახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში, ინჟინრის სპეციალობის დასაუფლებლად, შემდეგ განაგრძო სწავლა და დაამთავრა მოსკოვში წარჩინებით და წითელი დიპლომით. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო რადიოტექნიკით, უკრავდა გიტარაზე, წერდა ლექსებს, მოწიფულ ასაკში კი ჭედურობის ხელოვნებასაც დაეუფლა. 60-70- იან წლებში მისი ლექსები, მოთხრობები და მინიატურები იბეჭდებოდა ჟურნალებში − "დროშა" და "ნიანგი" და გაზეთ "ალტერნატივაში". 1982 წელს დაიბეჭდა რევაზ კახიძის პოეტური კრებული − "დაუვიწყარი ყვავილები", გარდაცვალების შემდეგ კი გამოიცა მისი კიდევ ერთი კრებული. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 182-183 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |