შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მებუკე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხონი. 1900 წლიდან სწავლობდა ხონის სამოქალაქო სასწავლებელში; 1903 წლიდან - ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. 1914 წლიდან იყო მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. 1907-1923წწ. მუშაობდა სცენისმოყვარეთა ჯგუფში. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, დაბებში და სოფლებში მონაწილეობდა წარმოდგენებში, საქველმოქმედო საღამოებში. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის განვითარებაში. 1917 წლიდან გახდა პროფესიონალი მსახიობი. 1921 წელს დანიშნებს ხონის თეატრის ხელმძღვანელ-რეჟისორად. როგორც რეჟისორმა თეატრში დადგა საკუთარი თუ გადმოკეთებული პიესები ("ეჭვიანი ცოლი", "მტრის ხმლით", "დონ კიხოტი საქართველოში", "მონის ცეკვა" და სხვ.), რომლებშიც თავადვე მონაწილეობდა.1931 წელს ტფილისში დაამთავრა საკავშირო სუბტროპიკული ინტიტუტი. 1932 წლიდან მუშაობდა ჰიდრო-მეტეოროლოგიურ მომსახურეობის სამმართველოში აგრო-მეტეოროლოგიის დარგში. ბავშვობიდან წერდა ლექსებს. 1911 წელს გაზეთ "კოლხიდაში" დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "გლოვის ზარი". ამის შემდეგ ბეჭდავდა ლექსებს სხვადასხვა გაზეთებში; თანამშრომლობდა გაზეთ "ასპიროზში", ჟურნალ "კანდელში", საბავშვო ჟურნალ "პიონერში". აღსანიშნავია მისი მონოგრაფია „ვალერიან შალიკაშვილი“ (1956). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 217; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.641-644; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 648 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |