შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ ფიფია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობა - ისტორია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ძველი მსოფლიოს ისტორიის განხრით. 1995 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრაზე; 2006 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2008-2009 წწ. ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2012 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2015 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი; 2004 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: "რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობა ახ.წ. I-II სს." (სპეციალობა - მსოფლიო ისტორია). სამეცნიერო კვლევის სფეროებია: ანტიკური პერიოდის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია; რომის იმპერიისა და ანტიკური საქართველოს (კოლხეთი, იბერია) ისტორიის პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია. ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მსოფლიო ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |