შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი კვირკველია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაიდანი, აბაშის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული მუშაფაკი 1935 წელს. სწავლის პარალელურად მუშაობდა რიონჰესის მშენებლობაზე. შემდეგ იყო პოლიტმუშაკი, მრავალტირაჟიანი გაზეთის რედაქტორი. საქართველოს სსრ პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს მე-7 სესიამ აირჩია საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს ერთ-ერთ მსაჯულად ქუთაისში, ასევე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1930 წელს. 1937 წლიდან სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები: "ხაშიმ კიოტი", "გრიგალი", "მეტივე", "ფრონტი", "შეხვედრა ჯოკიასთან", "გამომძიებელი", "სიფხიზლე", "თეთრების გაქცევა"; ასევე აქვეყნებდა ნარკვევებს საკოლმეურნეო ცხოვრებიდან და საქართველოს რევოლუციური წარსულიდან. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.658
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |