შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო სამყურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ტექნიკურ ფაკულტეტზე – თარჯიმან-რეფერენტის (ინგლისურის) სპეციალობის განხრით; მედიისა და კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
<2003 წლიდან აქტიურ ჟურნალისტიკაშია. 2007-2019წწ. მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ში ახალი ამბების კორესპონდენტის პოზიციაზე; 2019 წლის სექტემბრიდან არის "მთავარი არხის" ახალი ამბების პოლიტიკის ჟურნალისტი და დილის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა Thomson Reuters Foundation-ის, მედია ინოვაციის ფონდ IREX-ის, BBC-ისა და კორეის კულტურისა და ინფორმაციის ცენტრის (KOCIS) სემინარებსა და ტრენინგ პროგრამებში. 2009 წლის აგვისტო-სექტემბერში იყო კონრად ადენაუერის ფონდის, ახალგაზრდა ლიდერებისა და ჟურნალისტების ზაფხულის სკოლის მონაწილე. 2020 წლიდან თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელია. 2020 წელს "ინტელექტმა" გამოსცა მისი სადებიუტო წიგნი "ჯავშანი".
წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |