Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ლეონიძე![]()
Biographyგანათლება ევროპაში მიიღო. სპეციალობით ზოოტექნიკოსი, სამშობლოში დოქტორის ხარისხით დაბრუნდა. 1925 წელს სამეცნიერო მივლინებით გაემგზავრა გერმანიაში, ქალაქ კილში, სადაც 1927 წელს დააარსა სპეციალური ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია. 1929 წელს დაბრუნდა საქართველოში და ექსპერიმენტული ვეტერინარიის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორი გახდა. 1932 წელს იყო ზოოტექნიკურ-ვეტერინარული ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი; არის ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიის დამაარსებელი. წიგნმა - "მესაქონლეობის ლექსიკონი", რომელიც მიხეილ ჯავახიშვილს მიუძღვნა დიდი სამსახური გაუწია და კვლავაც გაუწევს მეღორეობის დარგის შესწავლაში ქართველ ზოოტექნიკოსებს, რადგან მასში მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით (ისტორიული მონაცემები, საქართველოში ღორის მოშენების, ადგილობრივი ჯიშის დახასიათების, მომთაბარეობის, ხორცის გამოყენებისა და სხვა), გაანალიზებული და გაშუქებულია ბევრი ისეთი მასალა, რომელიც თანამედროვე სპეციალურ ლიტერატურაში ან სრულებით არაა ასახული, წყარო: გამოფენა "რეპრესიები საქართველოში": archive.gov.ge; ჟურნალი "მასწავლებელი": mastsavlebeli.ge; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ. 810; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.340 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |