შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა შამუგია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ბარღები, გალის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, უახლესი ლიტერატურის სპეციალობით. 2007 წლიდან მუშაობს სხვადასხვა გამომცემლობაში, აქვეყნებს ლექსებს პერიოდიკაში და წერს კრიტიკულ ესეებს. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სკანდალური წიგნით "ანტიტყაოსანი". სამწლიანი პაუზის შემდეგ (2010) გამოსცა პოეტური კრებული "უპირატესობა", რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. 2011 წელს გამოვიდა პაატა შამუგიას "დაუჯდომელი". 2012 წელს ჟურნალმა ცხელმა შოკოლადმა პაატა შამუგია "წლის ადამიანად" დაასახელა. 2014 წელს ინტელექტმა გამოსცა მისი ახალი პოეტური კრებული "შიზოგადოება". პოეტის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, თურქულ და გერმანულ ენებზე. საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი. წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge; წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.339-340 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |