The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკა ქევანიშვილი

ეკა ქევანიშვილი
დაბადების თარიღი:1979  (46 წლის)
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი – საერთაშორისო ჟურნალისტიკის სპეციალობით, მაგისტრის წოდებით 2002 წელს.

აქტიურ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს 2000 წლიდან. სხვადასხვა წლებში მუშაობდა გაზეთებში: "რეზონანსი", "ახალი ვერსია", "რადიო მწვანე ტალღა". 2008 წლიდან რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი და ვიდეო რეპორტიორი. მუშაობდა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, იყო გადაცემების ავტორი და წამყვანი რადიო "მწვანე ტალღაზე". არის მრავალი სტატიის და მოკვლევის ავტორი. გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული: "ჭორია" (2006), "აქ ნუ დადგებით" (2010), "სახლის გაყიდვა" (2013). სამივე კრებული იყო ლიტერატურული პრემია "საბას" ნომინანტი. არის არაერთი ჟურნალისტური კონკურსისა და რამდენიმე პოეტური კონკურსის გამარჯვებული. 2014 წელს ინტელექტმა გამოსცა მისი ინტერვიუებისა და ესეების კრებული – "ლიტერატურული ProFile".

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.geქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.315-316


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    სახლის გაყიდვა : ლექსები / ეკა ქევანიშვილი : "საუნჯის" გამ-ბა და სტ. : ვაჟა წოწკოლაური, 2013 .- 104გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: