The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივა ფეზუაშვილი

ივა ფეზუაშვილი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1990  (34 წლის)
კატეგორია:მწერალი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხატვრული კინოს რეჟისორის პროფესიით 2011 წელს. 

2011 წელს გახდა სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდის" გამარჯვებული მოთხრობით "ალჩუ". 2012 წელს ამავე მოთხრობის მიხედვით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ბაბაზი". გადაღებული აქვს რამდენიმე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი. 2012 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. 2014 წლიდან მუშაობს სერიალ "ტიფლისის" სცენარისტად. ამავე წელს გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა მისი სადებიუტო წიგნი "ვცადე". 2018 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი "ფსკერის სახარება". არის არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" სპეციალური პრემიის - "საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში" მფლობელი რომანისთვის "ბუნკერი"; იგი პირველი ავტორია, ვინც განახლებული ფორმატის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მფლობელი გახდა რომანისთვის  "ბუნკერი" (2022). სხვა წლებისგან განსხვავებით, ჟიურიმ ამჯერად მხოლოდ ერთი, მთავარი გამარჯვებული დაასახელა. მისი მოთხრობა "ცა" შესულია ბრიტანულ და გერმანულ ანთოლოგიებში.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    ბუნკერი : რომანი / ივა ფეზუაშვილი.- თბილისი : ინტელექტი, 2020.- 172გვ.
  • 2020 - წინანდლის პრემია
    ბუნკერი : რომანი / ივა ფეზუაშვილი.- თბილისი : ინტელექტი, 2020.- 172გვ.

ბიბლიოგრაფია

  • ბუნკერი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2020. - 172გვ.. - ISBN: 9789941312458
  • ფსკერის სახარება : რომანი (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2018. - 130გვ.. - ISBN: 9789941482342
  • ვცადე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2014. - 174გვ.. - ISBN: 9789941458101

გააზიარე: