The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ მოდებაძე

ნოდარ მოდებაძე
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:27 მარტი, 1993  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: გაზეთ "საბჭოთა აჭარის" კორექტორად, ჟურნალ "ლიტერატურულ აჭარაში" ლიტმუშაკად, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის რეფერენტად, მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს თავმჯდომარედ; 1978 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე; დაწერილი და გამოქვეყნებული აქვს საიუბილეო ბუკლეტები თეატრის ისტორიისათვის (თეატრის 30 მსახიობზე). ასევე, შექმნილი და დასტამბული აქვს მონოგრაფია საქართველოს სახალხო არტისტის, ნუნუ თეთრაძის ცხოვრებისა და სამსახიობო მოღვაწეობის შესახებ. პირველი კრებული 1968 წელს გამოაქვეყნა; გამოსცა წიგნები: "ყვავილობიდან ფოთოლცვენამდე" (რომანი, 1970), "ქალი და ჩიტები" (მოთხრობები, 1072), "ქარში მოტეხილი ტოტი" (მოთხრობები, 1974), "მე და შენ" (რომანი, 1979), "მახინჯი" (1981), "სილაში ვარდი" (რომანი, 1985), "არა იპარო" (რომანი, 1988), "ბოლო სიცრუისა" (რომანი, 1990), "თეა" (რომანი, 1991). ავტორია მხატვრული ნარკვევებისა, რომლებიც ცალკე წიგნადაა გამოცემული ("მეთერთმეტე მზის ნათება"). ესაა ციკლი, სადაც საუბარია აჭარა-მესხეთის ისტორიულ და დღევანდელ ადამიანებზე.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.170

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: