The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი კვიციანი

აკაკი კვიციანი
დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:2012  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი.

1942 წლიდან ომის დამთავრებამდე იგი აქტიურად მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში და შემართებით ებრძოდა გერმანელ ფაშისტ დამპყრობლებს. სრულიად ახალგაზრდა იყო იგი, როცა მესტიის უნიკალური მუზეუმის ხელმძღვანელობა დაავალეს. მაშინ მუზეუმში ექსპონატთა რაოდენობა 400-ს არ აღემატებოდა. სწორედ მის დიდ დამსახურებას და დაუღალავ შრომას განეკუთვნება ის, რომ დღეისათვის მუზეუმი 700-მდე ექსპონატით არის შევსებული. შემდგომ წლებში მესტიის რაიონის კულტურის განყოფილებასა და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრს ხელმძღვანელობდა. მისი თაოსნობით და უშუალო ხელმძღვანელობით რესტავრაცია გაუკეთდა და აღდგენილი იქნა არა ერთი კულტურული ძეგლი. აღადგინა პლატონ დადვანის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, რომელმაც რესპუბლიკურ ფესტივალზე დიდ წარმატებას მიაღწია. დაჯილდოებული იყო როგორც საბრძოლო, ისე შრომაში მიღებული ორდენებითა და მედლებით.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.213

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: