Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა როყვა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მამათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1958 წელს (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით); 1961 წელს კი მოსკოვის ლიტერატურული კურსები. როყვას პირველი ლექსები 1944 წელს გამოქვეყნდა გაზეთ "საბჭოთა აჭარაში", რასაც მოჰყვა კრებულები პროზისა და პოეზიის სფეროში: "ლია, გელა და სხვები" (1954), "მამის ღიმილი" (1960), "საქართველოს ეზოები" (1967), "აიწონა-დაიწონა" (1968), "ლაპარაკობს მოსკოვი" (1972), "მამულის მამითადი" (1974), "შთაგონება გზაზე" (1977), "ფრთები" (1981), "მწვანე მამული" (1984), "პიესები" (1988), "მარადონას ღიმილი" და სხვ; მწერლის დრამატურგია წარმოდგენილია პიესებით: "მინდვრის დედოფალი" (1962), "დედა" (1966), "ლაპარაკობს მოსკოვი" (1972), "მდინარის გაღმა ჩემი სოფელია" (1975), "სიყვარული, როგორც ცისარტყელა" (1977), "ნდბა" (1979), "დონკიხოტებო, წინ!" (1980) და სხვ. გამოცემული აქვს სატირულ-იუმორისტული კრებულები: "აიწონა-დაიწონა" და "სკლეროზი". შოთა როყვას ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ და უკრაინულ ენებზე. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.178 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |