შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ნადირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლიტერატურული მოღვაწეობა ახალგაზრდულ ასაკშივე დაიწყო, მისი ლექსები დიდი წარმატებით იბეჭდება საქართველოში და უცხოეთში. 1989 წელს მ. ღანიშაშვილთან ერთად გამოსცა პირველი პოეტური კრებული "ორი ნაპირი", 1992 წელს ლექსების კრებული "გამობრუნება". 2002 წელს ლექსების კრებული "ზამთრის მონოლოგი," სადაც დაიბეჭდა სამი პოემა "აბელი ძმაი კაენისა," "ვარსკვლავი და მოგვები" და "ჩვენს გულებში იწყები და სიყვარულში მთავრდები". 2003 წელს დაიბეჭდა მინი რომანი "ფქვილდაფქვილ სიარული". 2005 წელს ლექსების კრებული "ჩრდილში დარჩენილი ლექსები". 2008 წელს გამოიცა რომანი "ხაკისფერი ჩადრი". 2013 წელს ლექსების კრებული "ლექსი თეთრი ბილეთი". 2009 წელს გადაეცა საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პრემია კონკურსში "შოთაობა" გამარჯვებისათვის. 2012 წელს ლიტერატურული ჟურნალი "ჩვენი მწერლობა" მწერალს წლის პოეტად ასახელებს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 237-238; საქართველოს სამეფო: georoyal.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |