შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა გეთია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაშკარი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის 26 კომისრის სახელობის კომუნისტური უნივერსიტეტი 1932 წელს. დაიბადა 1906 წელს კაზაკთა სადამსჯელო რაზმის მიერ ზუგდიდის მაზრაში გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელობისათვის დახვრეტილი გლეხი დიმიტრი გეთიას ოჯახში. 1925 წლიდან სხვადასხვა დროს მუშობდა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მდივნად, საქართველოს კპ (ბ) ტყიბულის რაიკომის საქმეთა მმართველად, ზუგდიდის სამაზრო პროკურატურის მდივნად. 1932 წელს ამიერკავკასიის 26 კომისრის სახელობის კომუნისტური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შოთა გეთია პარტიულ სამუშაოზეა. მუშობდა საქართველოს კპ (ბ) ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სახალხო განათლების განყოფილების გამგედ, პარტიის საქლაქო კომიტეტის განყოფილების გამგედ, მდივნად კადრების დარგში. 1938 წელს არჩეულ იქნა ფოთის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად. 1941 წლის ოქტომბერიდან შ. გეთია ეწერება მოხალისედ მოქმედ არმიაში და ბატალიონის კომისრის რანგში მონაწილეობს ქერჩის ბრძოლებში, დაიჭრა და 1942 წლის ნოემბერში დემობილიზებული იყო არმიიდან. 1942 წლის ნოემბრიდან პარტიიის გულრიფშის რაიკომის პირველი მდივანია. 1943 წლიდან - პარტიიის გაგრის რაიკომის პირველი მდივანია. 1948 წლის ოქტომბრიდან საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანია. 1951 წლის დეკემბრიდან საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანია. 1953 წლის 14 აპრილამდე შოთა გეთია საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრია. იყო საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მე-2 მოწვევის (1947-1951წ.წ.) დეპუტატი, სსრკ-ს მე-19 ყრილობის (1952) დელეგატი. 1953 წლის ივნისში ლავრენტი ბერიას განკარგულებით გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან, ხოლო იმავე წლის დეკემბერში - გარიცხულ იქნა კომუნისტური პარტიის რიგებიდან. 1956 წლიდან 1964 წელს პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა ძეგვის კირის ქარხნის დირექტორად. 1966 წელს აღდგენილ იქნა კომუნისტური პარტიის რიგებში. მიღებული აქვს ოქროს მედალი "ნამგალი და ურო". ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |