შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ენვერ ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ლენტეხში. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს. 1966 წლებში თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოს" ოსტატ ფეხბურთელთა გუნდში, ანდრო ჟორდანიას უფროსი მწვრთნელობისას. 1982-1988წწ. მუშობდა ჟურნალ "დილის" მთავარ რედაქტორად, 1988-1991წწ. მწერალთა კავშირის მდივნად. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს მთავრობის თამჯდომარის მოადგილედ. სახელმწიფო გადატრიალებისა და ეროვნული ხელისუფლების ჩამოგდების შემდეგ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. გამოცემული აქვს კრებულები: "მარადიული დღესასწაული" (1977), "მაღალი აფრა" (1979), "ვარსკვლავები ქალაქის თავზე" (1981), ლექსები (1984), "ხე მსხმოიარე" (1989), "მზე ამოვა ქართველთა" (1990). თარგმნილი აქვს ებრაელ პოეტთა ლექსები. 1990 წლის შემდეგ 25 წლის განმავლობაში მოუხდა ემიგრაციაში ცხოვრება და იქ შექმნა წიგნი "გრიგოლ (აველონ) რობაქიძე". 2014 წლის სექტემბერში დაბრუნდა სამშობლოში. მას ეკუთვნის ცნობილი ლექსი "რა სიმშვიდეა, ქალბატონო", რომელიც კომპოზიტორმა ნუგზარ ჩხაიძემ აამღერა: რა სიმშვიდეა, ქალბატონო… წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 244; კვირა-მედიაჰოლდინგი: kvira.ge; დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.286-313 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |