შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან შერვაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა კიევის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენო განყოფილება 1935 წელს. მუშაობდა თბილისის "სახკინმრეწვის" სასცენარო განყოფილებაში, აჭარის რევოლუციის მუზეუმში; იყო აჭარის განათლების კომისარიატის სალექციო ბიუროს უფროსი, საზოგადოება "ცოდნის" აჭარის განყოფილების ლექტორი; სამწერლო მოღვაწეობა მოთხრობების, ნოველებისა და რომანების წერით დაიწყო; გამოაქვეყნა კრებულები: "ბაგრატიონი", "ყიზლარიდან ბოროდინომდე", "ერთგულება", "პრომეთეოსის ქალიშვილი", "პროვინციელები" და სხვ; დაწერილი აქვს ცხრა პიესა, მათგან შვიდი ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა: "კრავჩუკის ცრემლები" (1940), "გენერალი ბაგრატიონი" (1942-1952), "ოქროს სამაჯურები" (1954), "პროვინციელები" (1956), "მზე" (1914-1961), "სიმღერა შევარდენზე" (1960-1975), "მღერის ჰავანა" (1964) და სხვ; ა. შერვაშიძის პიესები თარგმნილია მრავალ ენაზე და წარმატებით იდგმებოდა საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქალაქში; მისი ინიციატივითა და ძალისხმევით შეიქმნა ბათუმის ზღვისპირა პარკში გამოჩენილ მწერალთა ბიუსტების ხეივანი. მწერლის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა, მის სახლზე კი გაკრულია მემორიალური დაფა წარწერით. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.196 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |