შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ სეტიდანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1949 წელს, მასწავლებლად მუშაობისას, მესტიის ცენტრში – სეტში მოაწყო სკოლის მოსწავლეთა ანტისაბჭოთა გამოსვლა, რის გამოც, როგორც რეჟიმის მტერი, ხელისუფლებისაგან მუდმივად იდევნებოდა. მისი ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. მხოლოდ 50 წლის მერე, 1990 წელს გამოვიდა პირველი კრებული – "მარადი ოცნება". სეტის მოედანზე გამოსვლის პატივსაგებად პოეტმა ფსევდონიმად სეტიდანი აირჩია. ასევე სეტიდანის ფსევდონიმითაა დაბეჭდილი ლექსების მეორე წიგნიც – "ფიანდაზები" (1991). მისი ლექსები გამოქვეყნებულია პერიოდულ პრესაში. არჩილ ჟორჟოლიანს ეკუთვნის 1944 წელს შექმნილი უნიკალური ნაშრომი – "მახვილის საკითხი ქართულში", რომელიც წარმოადგენს რიტმული იმპულსისა და მახვილის დიფერენციაციის საინტერესო ცდას (დაიბეჭდა 1993 წელს გაზეთ "მზეკაბანში" – რედ. ო. გოჩელაშვილი. ნომერი მთლიანად სეტიდანისადმია მიძღვნილი). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.282 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |