შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაულ ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აბუქეთა, ქედის რაიონი. 2006 წელს გემთსანავიგაციო მიმართულებით სწავლა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში დაიწყო; 2009 წელს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესტონეთის საზღვაო კოლეჯში გაიარა ექსტრემალურ ვითარებაში მეზღვაურთა ფსიქოლოგიური მომზადების კურსი, 2010 წელს კი დაასრულა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. ზღვაში შრომითი საქმიანობა 2011 წელს, ბერძნული სანაოსნო კომპანიის «NAVISION GROUP»-ის ბალკერ «NAVISION TRADER»- ზე დაიწყო, 2013 წლიდან სანაოსნო კომპანია «NAVIOS SHIPMANAGEMENT INC»-ს სხვადასხვა დედვეითის (ტონაჟის) მქონე გემებზე გაიარა შორეული ნაოსნობის შტურმანის ყველა საფეხური, იყო კაპიტნის მესამე, მეორე და უფროსი თანაშემწე, 2022 წელს კი ამავე კომპანიაში თავად გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი; 2018 წელს, პარტნიორებთან ერთად ბათუმში დაარსა საკრუინგო კომპანია «GEO-LINE NAVIGATION»-ი, რომელიც მეზღვაურების პროფესიულ დასაქმებას ახორციელებს და რომელსაც გენერალური დირექტორის პოზიციაზე რაულ ბერიძე თავად ხელმძღვანელობს; 2022 წელს პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე საქართველოში შემოიყვანა ავტორიტეტული გერმანული საკრუინგო მენეჯმენტი «DANICA CREWING SPECIALIST»-ი, და მოახდინა ადგილზე მისი ბრენდირება სახელწოდებით «DANICA CREWING SERVICES-GEORGIA LLC», რომელსაც ასევე თავად ხელმძღვანელობს. მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |