The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვოლტერ ჭანტურია

ვოლტერ ჭანტურია
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:22 ივლისი, 2007  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
კატეგორია:მეზღვაური, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი.

1942-1947 წლებში სწავლობდა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვან ფაკულტეტზე; 1947 წელს, სპეციალობის შეცვლის მიზნით სწავლა ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში (ОВИМУ) განაგრძო, რომელიც ინჟინერ-გემთმექანიკოსის სპეციალობით 1953 წელს დაამთავრა.

1953-1960წწ. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკურ ფაკულტეტზე თავდაპირველად  ლაბორანტად და მასწავლებლად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, მოგვიანებით კი იგი ამავე ფაკულტეტის უფროსი - დეკანი გახდა; 1960-1967წწ. საქმიანობას ზღვაში, შორეულ ნაოსნობაში განაგრძობს, სსრკ შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოსა და ნოვოროსიისკის ნავთობჩამსხმელი ფლოტის სამმართველოს ტანკერების: «СУМЫ»-ს,  «ЛУЦК»-ისა და «ГОРИ»-ს კაპიტნის პირველი თანაშემწისა და უფროსი გემთმექანიკოსის პოზიციებზე; 1968 წელს იგი კვლავ სამშობლოში ბრუნდება და სხვადასხვა დროს კაპიტნის პირველ თანაშემწედ და უფროს გემთმექანიკოსად ზღვაში საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძო; 1976 წელს ვოლტერ ჭანტურია ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის უფროსად დაინიშნა, სადაც 1982 წლამდე მოუწია მომავალი ქართული საზღვაოსნო კადრების აღზრდაზე და სწავლა-განათლებაზე ზრუნვა, 1982 წელს საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოში განაგრძობს, მექანიკოს - დამრიგებლად, მოგვიანებით სანაოსნოს თბოტექნიკის განყოფილების ინჟინრად, საბოლოოდ კი სანაოსნოს ანალიტიკური განყოფილებისა და ტიპოგრაფიის უფროსად. საზღვაო თემაზე გამოქვეყნებული აქვს არაერთი სასწავლო-ტექნიკური ნაშრომი; ავტორია მარინისტულ თხზულებათა კრებულისა "შუაგულ ოკეანეში", გამოცემული აქვს წიგნები: "ზღვის რაინდი" (დოკუმენტური მოთხრობა, 1977), "ზღვა და მეზღვაურები",  "პოსეიდონი",  "შორეულ ნაოსნობაში" (ნარკვევები რუსულ ენაზე, 1980), "ზღვის კაპიტანი" (მოთხრობები, 1983), "შუაგულ ოკეანეში" (1996) და სხვა. გემთინჟინერი, ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის ყოფილი უფროსი.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.205; პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • სსრკ საზღვაო ფლოტის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: