შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სიჭინავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დარჩელი, ზუგდიდის რაიონი. სწავლობდა ქალაქ ორიოლის საერთო ტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1966 წლიდან ცხოვრობდა სოხუმში, მუშაობდა გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთში" (შემდგომში "აფხაზეთის ხმა"). წლების განმავლობაში რედაქტორობდა აფხაზეთში გამომავალ ლიტერატურულ ჟურნალ "რიწას" შემდეგ რედაქტორობდა გაზეთ "აღდგომას"; არის მის მიერვე დაფუძნებული ჟურნალის - "აია" (1996) - რედაქტორი. 2000 წელს გამოსცა მეგრული ლიტერატურული ჟურნალი "ირიათონი". შეადგინა და გამოსცა მეგრული ენის თვითმასწავლებელი "ნანაში ნინა". მეგრულ ენაზე გამოცემული აქვს კრებულები "შურობუმუ", "რინა მოკო პელაზგური", "ნანაგე" … სხვადასხვა წლებში ქართულად დაისტამბა მისი რომანები "გვირილების მინდორი", "უთვისტომო", "უტუ მიქა", აგრეთვე, მოთხრობები. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.284-285 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |