შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კირა ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნაბათმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა არქეოლოგიის ცენტრში; პროფკავშირების სასახლეში; პირველად კინო სინჯზე 7 წლის ასაკში მოხვდა, როცა თენგიზ აბულაძემ "მაგდანას ლურჯაში" ბავშვის როლის შესასრულებლად მიიწვია, მაგრამ დაიწუნეს. მიზეზი ის იყო რომ სოფლელ ბავშვს არ ჰგავდა; პირველი როლი 12 წლის ასაკში ითამაშა ფილმში "მაიაკოვსკი იწყებდა ასე", ამის შემდეგ იყო ის როლები, რომლებმაც მას მაყურებელთა სიყვარული მოუტანეს; გადაღებულია 20-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (ცირა, დამდგმელი რეჟ.: თენგიზ აბულაძე, 1962), "ერთი ცის ქვეშ" (ნანა, დამდგმელი რეჟ.: ლანა ღოღობერიძე, 1961), "მთვარის მოტაცება" (ძაბული, დამდგმელი რეჟ.: თამაზ მელიავა, 1973), "სინემა" (თავადის ქალი, დამდგმელი რეჟ.: ლიანა ელიავა, 1977), "გმადლობთ რატილი" (დამდგმელი რეჟ.: გიორგი კალატოზიშვი, 1983), "მამაკაცები და სხვები" (დამდგმელი რეჟ.: ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე, 1985), "ჩვენი ჯერია ბიჭებო!" (დედა, დამდგმელი რეჟ.: ბაადურ წულაძე, 1986), "მოლანდება" (მედეა, დამდგმელი რეჟ.: შალვა მარტაშვილი, გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1975), "ჭა" (დამდგმელი რეჟ.: ელდარ შენგელაია, 2021) და სხვა. მისი მამიდები იყვნენ 20-30 იანი წლების საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი ნატო ვაჩნაძე და 1937 წელს რეპრესირებული მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი (უფროსი). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; intermedia.ge; nargismagazine.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |