Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ლაზარიანი-ოცხელი![]()
Biographyსასულიერო განათლება მიიღო კონსტანტინეოპოლში. საქართველოში მოღვაწეობას შეუდგა 1775 წლიდან. ამ დროს სომეხ კათოლიკეთა მოძღვარი შაჰყულიანი ქართველ კათოლიკეებს ავიწროვებდა და დევნიდა, რის გამოც მრევლმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვა. 1826 წლის 11 აპრილს კათოლიკეთა სასულიერო მთავრობამ (ეპისკოპოსი ვინჩენცო ქორეზი) შაჰყულიანი გადააყენა და მის მაგივრად ივანე ლაზარიან-ოცხელი დანიშნა, რომელმაც დანიშვნისთანავე ქართულ ენაზე დაიწყო ქადაგება და მრევლის წინამძღოლობა. 1793 წელს გამოცემული მისი ქადაგებების ორტომეული - "წიგნი ქადაგებისა"(შეიცავს 24 ქადაგებას), დაცულია ახალციხეში. "ლაზარეს ძმობის" წევრი. თარგმნიდა სომხურიდან, ლათინურიდან. მქადაგებელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.758
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |