The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ იაშვილი

Date of birth:1902
Date of death:15 November, 1955  (at 53 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ქუთაისის გუბერნია (ახ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი). 
დაამთავრა რეალური სასწავლებელი 1919 წელს; თბილისის იუნკერთა სკოლა 1921 წელს.

1921 წლის იანვრიდან 11 მარტამდე მსახურობდა მენშევიკური გვარდიის გენშტაბში მთავარსარდლის პირად მცველად. 1921 წელს საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში გახიზვნის შემდეგ ქვეყანა დატოვეს იუნკერბმაც. პირველ ხანებში კონსტანტინეპოლში გაჩერდნენ, 1922 წელს, კი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. გრიგოლ იაშვილი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც სამხედრო სკოლა დაამთავრა. 1921–1927 წლებში მსახურობდა პოლონეთის არმიაში ოფიცრის თანამდებობაზე პორუჩიკის ჩინით. პოლონეთ–გერმანიის ომის დროს ვარშავის გარნიზონის სამეურნეო ოცეულის მეთაური იყო. კაპიტულაციის შემდეგ დაუბრუნდა ძველ საცხოვრებელ ქალაქს პოზნანში. 1940 წელს გახდა "კავკასიური კომიტეტის" წევრი. პოზნანში ცხოვრებისას იგი მიხეილ კვალიაშვილთან ერთად, რომელთანაც იუნკერთა სკოლიდან მეგობრობდა, ეწეოდა აქტიურ ანტისაბჭოთა საქმიანობას. ისინი კავკასიური წარმოშობის სამხედრო ტყვეებიდან იბირებდნენ ახალ–ახალ პირებს "კავკასიურ ლეგიონში" საბრძოლველად. ასევე, ხშირად ეკონტაქტებოდნენ ქართულ სამხედრო ანტისაბჭოთა ორგანიზაციას ბერლინში — "ფერბინდუნგშტაბს", რომელმაც კავკასიური ლეგიონის შექმნას დაუდო საფუძველი. 1943 წელს ორჯერ იმყოფებოდნენ ბერლინში, სადაც შეხვდნენ "კავკასიური კომიტეტის" ბერლინის ცენტრის თავმჯდომარე გიორგი კერესელიძეს. საბჭოთა უშიშროების "განმათავისუფლებელმა" ძალებმა პოლონეთში შესვლისთანავე დაიწყეს ნადირობა პოლონურ არმიაში მომსახურე ქართველებზე. ის 1945 წლის 15 მაისს დააპატიმრეს. იმავე წლის 27 აგვისტოს გერმანიაში საბჭოთა საოკუპაციო ჯარების ჯგუფის სამხედრო ტრიბუნალმა მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა–გასწორების ბანაკში პირადი ქონების კონფისკაციით. გადასახლებაში ავადმყოფობის გამო (ციმბირის ჰავა ვერ აიტანა) ნება დართეს დაბრუნებულიყო ძმასთან თბილისში, სადაც გარდაიცვალა. 

წყარო: ქართველი იუნკერი–ლეგიონერები = Georgian Junkers and Legionnaires / ლია კერესელიძე // საარქივო მოამბე = The archival bulletin / საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.-თბილისი, 2017.- N 17.-გვ. 103–104


Share: