The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ჯაფარიძე

ნუგზარ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1947
გარდაცვ. თარიღი:2009  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ლენინგრადის (ახლანდელი პეტერბურგი) სატყეო-ტექნიკური აკადემია 1972 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: მშენებლობაზე, გამომცემლობა "საბჭოთა აჭარის" განყოფილების გამგედ; 1972-1992 წწ. გაზეთ "საბჭოთა აჭარის" კორესპონდენტად და განყოფილების გამგედ, ჟურნალ "ნიანგის" საკუთარ კორესპონდენტად აჭარაში, 1993-2003 წწ. გაზეთ "აღორძინების", 2003-2004 წწ. გაზეთების "აჭარისა" და "ადჟარიას" მთავარ რედაქტორად. ავტორია წიგნებისა: "ხასან ჰელიმიში" (1979, თანაავტორი ლ. დოლაბერიძესთან ერთად), "ასოების პოეზია" (1978), "ასი წელია გულში ხარ" (1981), "ვისი სული გსურს" (1985), "ჭინჭრის კრეფა ყვავილების ქვეყანაში" (2006), "Пособие для новобранца" (Новеллы, рассказы, стихи, 2007), "მაღალი წნევის მატარებელი" (2008), "შენი ხატიმამული, ბულბულო" (2008), "ყველაფერი ღვინის ბრალია" (2009), "მოგზაურობა ბათუმში" (ტრილოგია, 1997-2004); ავტორია 300-ზე მეტი პუბლიცისტური ხასიათის წერილისა. მწერლის ხსოვნის პატივსაგებად, ნათია ბერიძის ავტორობით, გამოიცა მოგონებები - "აღარ ვიქნები და მომინატრებთ" (2012). მწერლის საცხოვრებელი სახლის მახლობელ სკვერს, მიეკუთვნა ნუგზარ ჯაფარიძის სახელი (2012).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.224

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია
  • 2003 - აჭარის დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია

  • მოგზაურობა ბათუმში : შთაბეჭდილებათა სრული კრებული (ავტორი) // ნაწ. 3. - ბათუმი, გამომცემლობა აჭარა, 2014. - 408გვ.. - ISBN: 9789994021123
  • მოგზაურობა ბათუმში : შთაბეჭდილებათა სრული კრებული (ავტორი) // ნაწ. 2 . - ბათუმი, გამომცემლობა აჭარა, 2003. - 296გვ.. - ISBN: 9994070703
  • მოგზაურობა ბათუმში : შთაბეჭდილებათა სრული კრებული (ავტორი) // ნაწ. 1. - ბათუმი, გამომცემლობა აჭარა, 2003
  • ვისი სული გსურს : მოთხრობა ბავშვთა ექიმ ვ. დიასამიძეზე (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1985. - 45გვ.
  • ასი წელია გულში ხარ : იუმორ. ლექსები. ეძღვნება ბათუმის სახელმწ. თეატრის მუშაკებს (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1981. - 106გვ.

გააზიარე: