The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოდოსი ლორთქიფანიძე

დაბადების თარიღი:1862
გარდაცვ. თარიღი:1934  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

თეოდოსი ლორთქიფანიძე მონაწილეობდა ეკატერინე ჭყონიასა და დიმიტრი ლორთქიფანიძის რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალ "ქართული ბიბლიოთეკის" სარედაქციო მუშაობაში, მან თავის დებთან, ივდით და ანასთან (ანეტა) ერთად თარგმნა ჰენრიკ სენკევიჩის მოთხრობა "ბარტექ ძლევამოსილი" ("ქართული ბიბლიოთეკა", 1883 წელი, №2; ცალკე გამოიცა 1903 წელს), "შეცდომათა კომედია" (მოთხრობა ამერიკის ცხოვრებიდან), ("ქართული ბიბლიოთეკა", 1883 წელი, №9-10). ცნობილი საზოგადო მოღვაწის მერაბ ლორთქიფანიძის შვილი, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის და.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.877

ბიბლიოგრაფია

  • ბარტექ ძლევამოსილი : მოთხრობა ჰენრიკ სენკევიჩისა ; გადმოღებული ივ[დითი] თ[ეოდოსიო] და ან[ნა] ლორთქიფანიძის ქალების მიერ ; [ავტორის მოკლე ბიოგრაფიით]. (მთარგმნელი). - ტფილისი, (არ. ქუთათელაძის სტ.ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამოცემა N60, ), 1903

გააზიარე: