The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა ლორთქიფანიძე

სხვა სახელი:ლორთქიფანიძე ანეტა
დაბადების თარიღი:1863  (162 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

ანა (ანეტა) ლორთქიფანიძე მონაწილეობდა ეკატერინე ჭყონიასა და დიმიტრი ლორთქიფანიძის რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალ "ქართული ბიბლიოთეკის" სარედაქციო მუშაობაში, მან თავის დებთან, ივდით და თეოდოსისთან ერთად თარგმნა ჰენრიკ სენკევიჩის მოთხრობა "ბარტექ ძლევამოსილი" ("ქართული ბიბლიოთეკა", 1883 წელი, №2; ცალკე გამოიცა 1903 წელს), "შეცდომათა კომედია" (მოთხრობა ამერიკის ცხოვრებიდან), ("ქართული ბიბლიოთეკა", 1883 წელი, №9-10). ცნობილი საზოგადო მოღვაწის მერაბ ლორთქიფანიძის შვილი, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის და.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.877

ბიბლიოგრაფია

  • ბარტექ ძლევამოსილი : მოთხრობა ჰენრიკ სენკევიჩისა ; გადმოღებული ივ[დითი] თ[ეოდოსიო] და ან[ნა] ლორთქიფანიძის ქალების მიერ ; [ავტორის მოკლე ბიოგრაფიით]. (მთარგმნელი). - ტფილისი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამოცემა N60 (არ. ქუთათელაძის სტ.), 1903

გააზიარე: