The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დანიელ ქინქლაძე

დანიელ ქინქლაძე
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1881
გარდაცვ. თარიღი:19 ივლისი, 1959  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნატანები, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1904 წელს; ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1911 წელს.

სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ზემო სვანეთის სოფელ ცხუმარის დაწყებით სკოლაში; ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლის დროს იყო უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე. სწავლის დამთავრების შემდგომ, განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა დონის როსტოვის რეალურ სასწავლებელში, რუსული ენისა და ლიტერატურის, აგრეთვე კანონმცოდნეობის მასწავლებლად. 1920 წელს დ. ქინქლაძე ჩამოდის საქართველოში და ინიშნება ბათუმის ქართული გიმნაზიის ინსპექტორად, შემდეგ კი ბათუმის ქალთა გიმნაზიის დირექტორად. 1924 წლიდან სამუშაოდ გადმოდის ქ. თბილისში, სადაც ჯერ ყოფილი 33-ე შრომის სკოლის, შემდეგ კი ყოფილი 7-ე ათწლედის გამგეა. 1933 წელს ენიჭება დოცენტის სამეცნიერო წოდება. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისა და თბილისის მუშფაკის რუსული ენის ფაკულტეტების ლექტორი, აგრეთვე თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რუსული ენის კათედრის გამგე. 1933 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, დ. ქინქლაძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრის დოცენტი. დ. ქინქლაძე ავტორი და თანაავტორია მრავალი სამეცნიერო გამოკვლევისა, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე უმაღლესი სკოლებისათვის. მათგან აღსანიშნავია: 1927 წელს გამოცემული სახელმძღვანელო - "შრომის სკოლის პრინციპები"; "რუსული ენის სახელმძღვანელო მუშფაკის სტუდენტებისათვის"; კაპიტალური გამოკვლევა - "ა. ს. პუშკინის "ევგენი ონეგინის" ლექსიკა" და სხვა. თვალსაჩინო მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ოთარ ქინქლაძისამა.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: