The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ ზედგინიძე

არჩილ ზედგინიძე
Date of birth:1937  (88 years)
Category:Public official, Engineer, Scientist

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტრული სადგურები, ქსელები და სისტემები" 1961 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში და ჩაერთო თბოენერგობლოკების ავტომატური მართვის და კონტროლის გამოთვლითი სისტემების დამუშავებასა და დანერგვაში. ეს სისტემები დანერგილი იყო საბჭოთა კავშირის და ბულგარეთის რამდენიმე ატომურ ელექტროსადგურზე. 1973 წელს დაამთავრა მეტროლოგიის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურა ქ. ლენინგრადში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. შემდეგ იგი მუშობდა ამავე ინსტიტუტის თბილისის ფილიალში. 1979-1988წწ. მუშაობდა კვლევით ინსტიტუტში "რადიანი" განყოფილების უფროსად; 1989 წლიდან - საკავშირო გაერთიანება "ვეტროენის" თბილისის ფილიალში, მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1992 წლიდან - "ქარენერგოს" დირექტორად. მისი ინიციატივით "ქარენერგოს" საქმიანობის ძირითად მიმართულებად შერჩეული იქნა ქარის ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლა საქართველოს ტეროტორიაზე. მისი უშუალო მონაწილეობით "ქარენერგომ" მოიპოვა რამდენიმე გრანტი და ჩაატარა ფართომასშტაბიანი ქარის რეჟიმის კვლევები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს სამუშაოები დაგვირგვინდა საქართველოს ქარის ენერგეტიკული ატლასის გამოშვებით. ამ ატლასში მოყვანილია ქარის ენერგეტიკული პოტენციალის რეგიონალური შეფასებები და გამოვლენილია ქარის მძლავრი ელექტროსადგურების მშენებლობის პერსპექტიული მოედნები. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო სტატია, მათ რიცხვში, საქართველოში ქარის ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივებზე და პრობლემებზე. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.134-135

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, წევრი

Bibliography


Share: