შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კლარენს შამფრიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ზემო სვანეთის სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ცხოვრობდა ქუთაისში. მისი ლექსები ხშირად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. პირველი პოეტური კრებული იყო "მე არწივებმა მასწავლეს" (1990), მეორე კრებული − "ციხე ციხეში" (1977-1988 წლებში დაწერილი ლექსები), რომელიც 1999 წელს გამოქვეყნდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, 2009 წელს მეგობრებმა გამოსცეს კრებული "საშამფრიანო". როგორც კრებულის შემდგენელი და რედაქტორი თორნიკე ერისთავი წერს წინასიტყვაობაში, "ამ წიგნის დაბეჭდვით აღსრულდა პოეტის მრავალწლიანი ნატვრა: "საშამფრიანო" უნდა დავარქვა ბიძაჩემის სიმონ შამფრიანის, ჩემი ბიძაშვილის, სიმონის შვილის, ბეთქილის, და ჩემი ლექსების წიგნს და მინდა გამოვცე ერთადო". ამ კრებულში, მართლაც, გაერთიანდა სხვადასხვა თაობის სამი შამფრიანის ერთურთისაგან განსხვავებული პოეტური ხელწერა. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.340 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |