The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინა ციხისთავი

ნინა ციხისთავი
ოფიციალური სახელი:ნინო გუჩმაზაშვილი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1906
გარდაცვ. თარიღი:2 ივნისი, 1986  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია 1924 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1935 წელს; 1969 წელს ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში (ახლანდელი საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია) მან გაიარა უროლოგიის სპეციალიზაციის დახელოვნების ციკლი; 1974 წელს საატესტატო კომისიის მიერ მიენიჭა პირველი კატეგორიის ექიმის და ბავშვთა ქირურგის კვალიფიკაცია.

1927-1928წწ. მუშაობდა თბილისის ტრამვაის სისტემაში ოპერატორად; 1935 წლიდან თბილისის ვაკის რაიონის მოზრდილთა და ბავშვთა პოლიკლინიკაში უბნის გინეკოლოგად და, შეთავსებით, თერაპევტად 18 წლის მანძილზე მუშაობდა; ამასთან, თბილისის ტროპიკული ინსტიტუტის ექიმი-ლაბორანტი და ბიოქიმიური ლაბორატორიის სამედიცინო მუშაკი იყო; 1937 წლიდან, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ნ. ციხისთავი იძულებული გახდა, კიდევ დამატებით შემოსავალზე ეზრუნა: მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სადისერტაციო-საკვალიფიკაციო საბჭოში სტენოგრაფისტად დაიწყო მუშაობა; 1953-1979წწ. მუშაობდა თბილისის N1 ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ექიმი-ორდინატორის თანამდებობაზე, სადაც მან 26 წელი ქირურგად იმუშავა; 45 წლის მანძილზე მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა დარგში. სამედიცინო სფეროში მისი მოღვაწეობა არაერთგზის აღინიშნა ჯილდოს მინიჭებით. ექიმი - გინეკოლოგი, ქირურგი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - შრომის ვეტერანის მედალი
    ბავშვთა ქირურგიაში შეტალი წვლილისთვის

გააზიარე: