შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ თამაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით ქალაქებისა და საწარმოო დაწესებულებების ელექტრო მომარაგება. 1966-1968წწ. - ურალი, კაჩკანარისა და აზბესტის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატები, გაწყობა-გაშვების ინჟინერი; 1968-1970წწ. - სამხედრო სამსახური, ბატალიონის ენერგეტიკოსი; 1970 წლიდან - საქართველოს ენერგოსისტემა, "საქენერგოს" ცენტრალური ლაბორატორია, ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, შეფ ინჟინერი, I კატეგორიის ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1974 წლიდან - "საქენერგოს" საწარმოო კომბინატის მთავარი ენერგეტიკოსი; 1980 წლიდან - "საქენერგოს" მაღალი ძაბვის ქსელების სარემონტო საამქროს უფროსი; 1991 წლიდან - მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1993 წლიდან - მაღალი ძაბვის ქსელების მთავარი ინჟინერი; 2003 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ფონდების ინჟინერი. მისი უშუალო მონაწილეობით საქართველოს ენერგოსისტემაში დაინერგა მოკლე შერთვების მაფიქსირებელი ხელსაწყოების მონტაჟი. აღნიშნული ხელსაწყოების სამუშაო პარამეტრების გასაუმჯობესებლად მის მიერ დანერგილია ათამდე რაციონალიზატორული წინადადება. მისი ხელმძღვანელობით ათვისებულ იქნა ახალი ტექნიკის, მეორე თაობის საჰაერო ამომრთველების რემონტის სპეციფიკა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და წამახალისებელი სიგელები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.142 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |