შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით თვალაბეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 2006 წელს. მუშაობდა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. მონაწილეობდა კასპიის რეგიონიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სატრანზიტო მილსადენების პროექტების მოლაპარაკებებისა და განხორციელების საკითხებში. 2006-2007წწ. მუშაობდა მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისში, "Carbon Finance", პროექტების კოორდინატორად სამხრეთ კავკასიაში; 2008-2009წწ. - იყო ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოში", ენერგეტიკული პროექტების დირექტორი, ხელმძღვანელობდა ფონდის მიერ საქართველოში მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის პროექტებს და საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობების შესწავლას; 2010-2012წწ. იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თბილისის ოფისის ენერგეტიკული პროექტების მენეჯერი და მუშაობდა მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის პროექტებზე აშშ-ის საქართველოსთვის ფინანსური დახმარების ფარგლებში; 2012 წლიდან - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი; 2018 წლიდან - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" (სსე) ხელმძღვანელი; 2019-2021წწ. - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2021 წლიდან - სს "ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის" (ესკო) გენერალური დირექტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.145 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |