The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო თიკარაძე

კარლო თიკარაძე
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:2007  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1950 წელს.

მუშაობა დაიწყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "სოფლელექტროპროექტში". 1968-1972წწ. მივლინებული იყო ეგვიპტეში. მონაწილეობდა ასუანის ჰიდროელექტროსადგურიდან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცენი ხაზების პროექტირებაში, როგორც კონსულტანტი, შემდეგ კი მთავარი ინჟინერი. დაჯილდოებული იყო ეგვიპტეში სსრკ საელჩოსა და საკავშირო მთავრობის საპატიო სიგელებით. 1972 წელს მუშაობა დაიწყო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" ქვესადგურების, სარელეო დაცვისა და ავტომატიკის გაჰყოფილებაში პროექტის მთავარი ინჟინერის თანამდებობაზე; 1977-1981წწ. მივლინებული იყო ერაყში. მონაწილეობდა მაღალი ძაბვის ქსელების პროექტირებაში. მიღებული აქვს ერაყში სსრკ საელჩოს მადლობა. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა შპს "ენერგოქსელპროექტში" ქვესადგურების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა პროექტები: "500 კვ ქვესადგური ქსანი"; "220 კვ ქვესადგური თელავი" და სხვა. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.146-147

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: