The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაგრატ კაპანაძე

ბაგრატ კაპანაძე
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

1974 -1976 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; დაამთავრა სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ბიოტექნოლოგიის მიმართულებით 1979 წელს.

1982 წლიდან დაიწყო მუშაობა სოხუმის მემცენარეობის კვლევით ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1985 წლიდან განაგრძო დოქტორანტურა რუსეთის მეცნიერების აკადემიის ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტში; 1990-1992 წწ. მუშაობდა მოსკოვის გენეტიკისა და სამრეწველო მიკროორგანიზმების ინსტიტუტში; 1992- 1993 წწ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის განყოფილებაში უმცროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე; 1993-1997 წწ. იყო მთავარი მეცნიერი-თანამშრომელი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტში; 1997-2001 წწ. შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტის ონკოლოგიური სამეცნიერო კვლევითი განყოფილების მოწვეული მკვლევარი; 2001-2003 წწ. მუშაობდა მოწვეულ მკვლევრად შვედეთის ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ინსტიტუტის ბაქტერიოლოგიის განყოფილებაში; 2004-2010 წწ. აშშ-ს სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტის რევმატოლოგიის და იმუნოლოგიის განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლად. არის მთელი რიგი კვლევითი ნაშრომების თანაავტორი. სამეცნიერო ხარისხი დაიცვა მოლეკულარულ ბიოლოგიაში ვავილოვის სახელობის საერთო გენეტიკის ინსტიტუტში. გენეტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ სოსო (იოსებ) კაპანაძის შვილი.

სადისერტაციო თემა - "ადამიანის მე 13-ე ქრომოსომის შესწავლა, ქრომოსომ-სპეციფიკური კოსმიდების ბიბლიოთეკის ანალიზი და მათში განსხვავებული სახეობების განმეორებითი მიმდევრობების განლაგება", დაიცვა 1996 წელს.


გააზიარე: