The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით კალანდაძე

დავით კალანდაძე
Date of birth:28 August, 1932  (92 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1956 წელს.

1957-1959წწ. მუშაობდა თბილისის ელექტრო ქსელების ლაბორატორიაში; 1959-1962წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ელექტრული აპარატურის სექტორის ინჟინრად; 1963-1966წწ. - საქართველოს ავტოსატრანსპორტო სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1966 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენში" სამუშოთა მწარმოებლად, უფროს სამუშოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მექანიზებული კოლონის უფროსის მოადგილედ, მექანიზმების და ტრანსპორტის სამმართველოს უფროსად; 1968-1969წწ. და 1983-1984წწ. - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მიერ მივლინებული იყო სირიაში გრძელვადიანი მივლინებით მდინარე ევფრატზე პირველი და მეორე ჰიდროსადგურების კომპლექსის მშენებლობაზე, როგორც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის სპეციალისტი. მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში, როგორიცაა 220-330-500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები: გლდანი-ზესტაფონი, ზესტაფონი-ენგური, ნევინომისკი-ორჯონიკიძე, სტავროპოლი ცენტრალნაია, ნახარის გადასასვლელი-კარაჩაევსკი, ჩირიურტ-ორჯონიკიძე, დერბენტი-ხაჩმასი, ასევე 110 კვ. ძაბვის ხაზები როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის სხვა რეგიონებში. 1990-იან წლებში მონაწილეობდა დაზიანებული 500 კვ. ე.გ.ხ. "კავკასიონის" აღდგენით სამუშაოებში. 1992 წლიდან - შპს "ენერგომშენი"-ს დირექტორი. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.155


Share: