შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლანდა ლურსმანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; დიპლომისშემდგომი სწავლება (რეზიდენტურა) სტომატოლოგიურ კლინიკასა და სასწავლო-კვლევით ცენტრ "უნიდენტში" გააგრძელა; ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა, კონსერვატიული და ქირურგიული პაროდონტოლოგიის მიმართულებით; გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სერტიფიცირებული კურსი "ჯანდაცვის სამართალი და მენეჯმენტი"; პრაქტიკული კურსი თერაპიულ სტომატოლოგიაში გავლილი აქვს გერმანიაში, კიოლნის სამედიცინო უნივერსიტეტში. 2017 წლიდან პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის, პაროდონტოლოგთა კლუბის აქტიური წევრია; იგი აქტიურადაა ჩართული პროფესიული საზოგადოებების საქმიანობაში; 2005 წლიდან მონაწილეობს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის სამეცნიერო და პროფესიულ პროექტებში; 2018 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტია; 2017 წლიდან ლექციებს კითხულობს სხვადასხვა უნივერსიტეტში და ეწევა დამოუკიდებელ საექსპერტო საქმიანობას სამედიცინო განათლების მიმართულებით; აქტიურად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას; გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ათეულ სამეცნიერო ღონისძიებაში. როგორც სპიკერი, წარსდგა ესპანეთში ამერიკის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის, ლიდერ ქალთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, მოხსენებით: "გენდერული სტერეოტიპები და შრომითი სეგრეგაციის პრობლემა სტომატოლოგიურ დაწესებულებებში"; 2018 წლიდან სტომატოლოგიის კლინიკა "ალბიუსი" (ქირურგი, პაროდონტოლოგი) წყარო: კვალიფიციურ პაროდონტოლოგთა კლუბი: parodontolo.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |