შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს. 1941 წელს მოხალისედ შევიდა საბჭოთა არმიის რიგებში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის სამშენებლო ნაწილებში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა "საქშახტპროექტში" ინჟინრის თანამდებობაზე; 1958 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სწავლობდა ასპირანტურაში. 1962 წლიდან - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. დისერტაციის დაცვის შემდეგ დაინიშნა ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე; შემდგომ წლებში ხელმძღვანელობდა ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენების განყოფილებას. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდა მსუბუქ და მძიმე შემვსებებზე დამზადებული ბეტონის კონსტრუქციების კვლევას. მის მიერ შემოთავაზებული და გამოკვლეული კონსტრუქციები, კერძოდ, ცენტრფუგირებული ანძები დაინერგა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და საქართველოში. მისი შრომები გამოცემულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, უნგრეთში, ახალ ზელანდიაში. იყო საკავშირო ჟურნალ "ბეტონი და რკინაბეტონი"-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი. მიღებული ჰქონდა საკავშირო ორდენი და მედლები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.156 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |