შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბუთული მჭედლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1968 წელს (დაუსწრებლად). 1961 წელს დაინიშნა მესტიის რაიაღმასკომში ინსტრუქტორად; 1966-1970წწ. მუშაობდა რაიონის ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ; მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში რაიონის მოთხილამურეები და მთამსვლელები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდნენ საქართველოსა და საბჭოთა კავშირის პირველობებზე; იყო საქართველოს სამთო მოთხილემურეთა ნაკრების წევრი; 1970 წელს დაინიშნა მესტიის პროკურატურაში გამომძიებლად, 1976 წელს იგი, როგორც გამოცდილი იურისტი, აირჩიეს მესტიის რაიონის სახალხო მოსამართლედ, სადაც 1987 წლამდე იმუშავა; 1987 წლის აპრილში გადაიყვანეს მესტიის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ და საორგანიზაციო განყოფილების გამგედ; 1990 წელს სამუშაოდ კვლავ დაბრუნდა მესტიის რაიონის პროკურატურაში, სადაც ჯერ პროკურორის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო შემდეგ მესტიის რაიონის პროკურორად დაინიშნა, სადაც 2003 წლამდე დაჰყო. ახალგაზრდობის წლებში აქტიურად იყო ჩაბმული, როგორც სპორტში, ისე ხელოვნებაში; დაპყრობილი აქვს კავკასიონის რამდენიმე მწვერვალი მ.შ. უშბა, აგრეთვე იგი არის ხალხური თვითშემოქმედების რამდენიმე ოლიპიადის მონაწილე და გამარჯვებული. სახელმწიფო მოღვაწე, სპორტსმენი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.261
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |