შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დანიელ ხახიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ონი. 1970 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების პირველი კრებული – "მოლოდინი". 33 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ონის რადიომაუწყებლობას, აქტიურად იყო ჩართული მრავალ საზოგადოებრივ საქმეში. გამოცემულია მისი ლექსების 12 კრებული. მისი ლექსები, რომელთა ძირითადი თემატიკა საქართველოს, მშობლიური კუთხის, ქართველი ხალხის სიყვარულია, სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ, შემდგომ კი – ისრაელის ქართულენოვან პრესაში. 80 წლის იუბილის აღსანიშნავად ისრაელის ქალაქ ბერ-შევას მერიამ მისი რჩეული ლექსების ერთტომეული გამოსცა. პოეტური კრებულების გარდა, მას ეკუთვნის ილუსტრირებული პატარა წიგნიც "ქართველ ებრაელთა ცხოვრება აშკელონში". პოეტის უკანასკნელი სურვილით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქუთაისისადმი მიძღვნილი მისი ლექსი (ჟურნალისტ ალეკო შენგელიას წინასიტყვაობით) გამოაქვეყნა იმერეთის რეგიონულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გაზეთმა "პოსტსკრი პტუმმა"; ონში გახსნილია დანიელ ხახიაშვილის სახლ-მუზეუმი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.395-396 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |